Monday, December 16, 2013

ტალახში ასვრილი ჩქარი ნაბიჯით
შინისკენ გავრბივარ მე თავგანწირვით

ჭადრებს  ჩავუვლი ველურ ბავშვივით
თოვლიან მთებზე ვეშვები   მარხილით

შუშის ნამსხვრევზე ხელებს დავიჭრი
გადმოღვრილ სისხლს მე ღვინოდ გავიხდი

თავბრუს დავიხვევ როკვას დავიწყებ
ცხოვრებას ხელახლა  მე აღარ დავიწყებ
 
დამფრთხალ დემონებს ვინღა დაიჭერს
მარტო დარჩენილს ვინღა გამიგებს  ...

ლუციფერს მოვუხმობ  იქნებ გავგიჟდე
მასთან თამაშში თუნდაც  გავბრიყვდე

მოგბა არ  მსურს - მე გავიმარჯვე
ლუციფერი მყავს თვივთ  მოთამაშედ  ...

ქარისგან აშლილ  თმებს მე გავიშლი
მეგზურად ისევ   ღამეს გავიხდი 

ტალახში ასვრილი ჩქარი ნაბიჯით
შინისკენ გავრბივარ კვლავ თავგანწირვით




No comments:

Post a Comment